«მითხრეს, რომ მე ვარ ოპოზიციური პარტიასთან დაკავშირებული, «ნაციონალური მოძრაობის» წევრი, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, ჩემი იქ ყოფნა მათთვის არ არის სასურველი, და უნდა დამეტოვებინა ის ადგილი, ეს ხდებოდა ქუთაისში, თეატრის წინ. აქციის მონაწილეები, იმ მომენტში ვინც იყვნენ იქ, ყველა ხედავდა ამ ამბავს, მარტო არ ვყოფილვარ ოთხნი ვიყავით, როცა პროვოკაციის და ჩხუბის სუნი მეცა მეც და ჩემმა მეგობრებმა უკან დავიხიეთ, ასე იყო საჭირო, თბილისიდან ჩასულებმა დავტოვეთ ტერიტორია და დავბრუნდით უკან. ან რომელი პოლიტიკოსი ჩემში ნახეს, ან რომელი პოლიტიკასთან დაკავშირებული პირი»,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა report.ge-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, ორგანიზატორებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციაზე არ დაუშვეს.
Loading…