გამოძიებისთის ნაცნობია ის ფაქტი, რომ კობაური ახალგორიდან დევნილი იყო 2008 წლის ომის დროს. მას რუსულმა მხარემ სპეციალური საშვი დაუმზადა, რომლის მეშვეობითაც უპრობლემოდ შეეძლო საზღვრის გადაკვეთა. ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ კობაურების ოჯახშიმხოლოდ მალხაზს მისცეს აღნიშნული საშვი. სამხარაულის ექსპერტიზამ ლორა სმიტის დასკვნაში სექსუალური ძალადობის ნიშნები აღნიშნა. დამნაშავე კი სულ სხვა ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით შეშინებული ლორა ქვიან დაღმართზე დაგორდა და სავარაუდოდ გადაიჩეხა. გამოძიებას ასევე ბრალდებულის მობილური ტელეფონიც აქვს, რომელშიც გარდაცვლილი ქალის ფოტო იყო. არსებობს ვერსიები იმისა, რომ დამნაშავე მალხაზ კობაური რუსული სპეცსამსახურების დამუშავების ქვეშ იმყოფებოდა და ამ საზარელი მკვლელობის უკან რუსული მხარე დგას.
previous post