განცხადება/მიმართვა

რატომ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, პუტინის რეჟიმისგან საქართველოში გამოქცეული ალექსანდრ ბანდიუკოვის რუსეთისთვის გადაცემას

EMC ალექსანდრ ბანდიუკოვის მიმართვას, მისივე თხოვნით ავრცელებს. ის ამჟამად საავადმყოფოშია და თავის საქმეზე საჯარო პოზიციონირება არ შეუძლია.
➡»ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, მე, ალექსანდრე ბანდიუკოვი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პუტინის ბანდიტების დევნას გამოქცეული, 2018 წლის 14 სექტემბერს ოჯახთან ერთად ჩამოვედი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მისაღებად. ამ ხნის განმავლობაში მე შემიყვარდა საქართველო და მისი თბილი, ლამაზი და გულღია ხალხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალო ადამიანებისგან არც ერთი ცუდი სიტყვა არ მსმენია. გარშემომყოფნი, მეზობლები და მეგობრები, მხოლოდ სითბოს მაგრძნობინებდნენ, თანამიგრძნობდნენ და მეხმარებოდნენ.

Loading…

➡მე მივმართე საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვის მისაღებად, თუმცა მხოლოდ ჰუმანიტარული სტატუსი მომენიჭა. ახლა კი მათ ის უკანონოდ, დაუმსახურებლად და ცინიკურად ჩამომართვეს. მე წარმოვადგინე ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ჩემ მიმართ დევნას რუსეთის ფედერაციაში, მთლიანად დავკარგე ჯანმრთელობა განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის სამარტოო საკანში ყოფნისას. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ხელისუფლებამ, კერძოდ ინტერპოლმა, ამომშალა ძებნილთა სიიდან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავხედური გაყალბების გამო. ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მე უკვე თავისუფალი ვიქნებოდი.
➡თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც ვერ გაურკვევია სრულიად მარტივი რამ და აპირებენ ჩემს გადაცემას პუტინის ბანდიტების საგლეჯად. მათ სურთ ჩემი საცოდავი ცოლი, ლარისა, რომელთან ერთადაც 40 წელი სიყვარულსა და ჰარმონიაში ვიცხოვრე, დატოვონ მარტოობასა და მწუხარებაში. ვთხოვ უბრალო ხალხს, ქართველ საზოგადოებას, დამიცვან.
➡მე ბევრი რამ მაქვს ქართველი საზოგადოებისათვის საჩვენებელი. თითქმის ორი წელი ვიბრძოდი რუსეთში, შემდეგ კი ამდენივე ხანს საქართველოში. როდესაც მივხვდი, რომ დიდი საფრთხე მემუქრება, საჩივარი შევიტანე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში (ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალოგი) და ჩემი საჩივარი მიიღეს მხოლოდ 4 დღეში. მე არ მსურდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, ეს გარემოებებმა მაიძულა. მე მიყვარს საქართველო! მიყვარს ქართველი ხალხი! მე მინდა აქ ცხოვრება! სამართლიანობის, სიკეთისა და კანონის სახელით ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით.
პატივისცემითა და იმედით, ალექსანდრ ბანდიუკოვი».
🔴შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 17 იანვარს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ალექსანდრ ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსი არ გაუგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა, არ შეცვლილა და პირიქით გაუარესდა. შსს მიგრაციის დეპარტამენტმა მისი სასიცოცხლო ინტერესები არ გაითვალისწინა და ალექსანდრ ბანდიუკოვი ექსტრადიციის რისკის წინაშე დააყენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესადაა დამძიმებული. ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შეფასებას, საქმესთან დაკავშირებით: https://bit.ly/3qihzMH

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ 20 %, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 %,მისცემდა ხმას

Joni Kvaracxelia

«კარგი იქნება ბესო ზანგური თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს»-წულუკიანი ზანგურზე

roma sajaia

მე ვარ ჰეტეროსექსუალი და ეს ჰომოფობად მაქცევს — ფადი ასლი

დატოვე კომენტარი