განცხადება/მიმართვასკანდალი

რატომ ამართლებს ასლან ბეჟანიძის ადვოკატი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეწყალებაზე?

გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, პრეზიდენტის მიერ ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი გამოეხმაურა. ადვოკატი მის დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და მოუწოდებს საზოგადოებას, შეწყვიტონ პრეზიდენტის დადანაშაულება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

“მე ვარ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი, რომელიც ოთხმეზურის მკვლელობაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სამარცხვინოდ გაამტყუნა. საკუთხარი ხელით ჩავაბარე პოლიციას უდანაშაულო ადამიანი. უამრავ ნეგატიურ პოსტს ვხედავ ახლო მეგობრებისგანაც. სალომე ზურაბიშვილის უარყოფთ რეპუტაციას ნუ გავავრცელებთ უდანაშაულო ადამიანზე. წაიკითხეთ ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი! შემდეგ , საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი,”– წერს ჩომახაშვილი.

Loading…

ჩომახაშვილი პროკურორისა და მოსამართლის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს:

დღეს ქართული მართლმსაჯულების ტრაგედიაა, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანს საკუთარი ხელით ვაბარებთ 9 წლიანი პატიმრობისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველანაირად დავიცვათ მისი უფლებები, ეს იქნება სტრასბურგი თუ სხვა, მათ შორის პრეზიდენტთან და იმ პირებთანაც, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ნინო გვენეტაძის დანიშვნა, იმ ადამიანის, ვინც საერთოდ არ იცოდა ეს საქმე და მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი.

პასუხს მოვთხოვთ პროკურორსაც და მოსამართლესაც, რადგან გააყალბეს მტკიცებულებები, ისინი არიან დამნაშავეები და არა ბეჟანიძე“,– განაცხადა ადვოკატმა

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“თქვენი დედაც მოვ@#ან ყველასი, ვინც ჩემზე იძახის მოღალატეაო…ვინც გზაზე გადამეღობება, მოსაკლავი იქნება მოვკლავ”-ზაზა სარალიძე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

“სირცხვილი საქართველოს მთავრობას, მათ გაყიდეს საქართველოს მიწები”-რა წერილი დატოვა გაუჩინარებამდე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგემ? (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი