განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

«ოპოზიცია ორიენტირებულია პოპულიზმზე»- რატი იონათამიშვილი რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა

საპარლამენტო ოპოზიციის მოწოდებაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა და განხილვა მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალური დახმარების გეგმაზე მსჯელობა, სამთავრობო გუნდიდან გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი. მან რომან გოცირიძის განცხადებას ასე უპასუხა: ამ მხრივ კრიტიკა იმ გუნდიდან გვესმის, რომელიც საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას არ იღებდა და საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებდა მაშინაც კი, როცა პარლამენტში მუშაობა აქტიური იყო. ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ პლენარულ სხდომაზე და მხოლოდ დესტრუქციაზე იყვნენ გადასულები. შესაბამისად, ამ მხრივ მათი კრიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა. ოპოზიციას მოვუწოდებ, კარგად გაეცნოს, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც გადაავლონ თვალი, კერძოდ, სახელისუფლებო შტოების ეფექტურ მუშაობაზე. ოპოზიცია ორიენტირებულია პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუებზე. ახლა ეს დააკლდათ, რადგან მხოლოდ ამაში მონაწილეობდნენ. კომიტეტების სხდომებზე 15-20 წუთი შემოდიოდნენ, შემდეგ მათ ვერ ვხედავდით. ძალიან მალე, მათ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ“, – განაცხადა რატი იონათამშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მთავარი არხი»  საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

რომელი კადრების ნახვის შემდეგ დაამტვრია ნიკა გვარამიამ მობილური? (ვიდეო)

დააკავეს რუსი მილიარდერი, რომელიც ეკლესიის დასაცავად სომხეთში ჩავიდა — რა ხდება ერევანში?

დატოვე კომენტარი