დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებთან წმინდა სინოდის ხვალინდელ დაანონსებულ შეკრებაზე ისაუბრა.
“მე ზუსტად არ ვიცი, სინოდი რა თემას განიხილავს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ეკლესიისთვის მთავარი არ არის ქმედება, არამედ მთავარია ამ ქმედების მოტივაცია. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, რა არის მოტივაცია, რატომ უნდა შეიცვალოს ზიარების წესი, ან რატომ არ უნდა შეიცვალოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად წესები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და შეიძლება კიდევაც, რომ შეიცვალოს, მაგრამ მთავარი არის, რომ იყოს მოტივაცია სწორი. თუ მოტივაცია იქნება სწორი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქმედება იქნება გამართლებული. არის თუ არა საკმარისი მოტივაცია, ამასთან დაკავშირებით სინოდი იმსჯელებს”
“ამასთან დაკავშირებითაც სინოდი იმსჯელებს. უმთავრესი საკითხი ეს იქნება, როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს. ისტორიაში ყოფილა უფრო რთული ვირუსებიც. ისინი გადახედავენ ისტორიას, გადახედავენ საეკლესიო სამართალს, დოგმატიკას და იმისდა მიხედვით გადაწყვეტენ”– განაცხდა დეკანოზი იოანე გორელიშვილმა.
