დღეს მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა: “ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების «ლელო საქართველოსთვის» ერთერთი მთავარი მიზანი და უპირველესი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან, პირველ 6 თვეში დემონტაჟი გაუკეთდება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას. ეს ის სასამართლო და პროკურატურაა და ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომლებიც ივანიშვილმა სააკაშვილისგან გადმოიბარა და მოირგო და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი პოლიტიკური ძალის.”
Loading…