“რასაც ვამბობ ამის მტკიცებულება მაქვს და არ მიჭირს, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო რჯულის კანონის ფარგლებში ეკლესიურად”-მეუფე პეტრე

0
406

ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლისას ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

“არაერთგზის მითქვამს როგორც მოძღვარს და მღვდელთმოძღვარს, აი როცა ადამიანები ხშირად მრევლში მძიმე განსაცდელებს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნები როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს ამდენი განსაცდელი რომ გაქვს. ერთმა მითხრა, მეუფე არ მინდა ესეთი სიყვარული და შევეცადე, უფრო გაძლიერებულიყო რწმენაში. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდოს სული.

ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდო სული.
ღმერთს ვთხოვ, რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა”

“ძალიან მებრალება მეუფე გრიგოლი. მას მძიმე ჯვარი შეხვდა. როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს უნდა ვთქვა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ე.წ. ციანიდის საქმე დაიწყო, როდესაც იყო მცდელობა ეპარქიიდან გადავეყვანეთ და ცვლილება უნდა მომხდარიყო, როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქის მდივან რეფერანტი სთავაზობდა ჭყონდიდის ეპარქიას სინოდამდე. აქედან გამომდინარე, არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ის იყო ჩემთან ივნისის თვეში პატრიარქის მიერ, როგორც ოფიციალური წარმომადგენელი და მე მთელი გულისტკივილით მას ვესაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე, რომ ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას. მას თითქოს გაუკვირდა, მაგრამ მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. როცა ვუთხარი, რომ მე რასაც ვამბობ ამის მტკიცებულება მაქვს და არ მიჭირს, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო რჯულის კანონის ფარგლებში ეკლესიურად. ყველაფერი ეს რომ აღმოჩნდეს მართალი, მერე რას იტყვითქო, მახსოვს, ესე რუსულად მიპასუხა – „მამა უნდა დაფარო“ (ნადა პაკრივატ ატცა). კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა, უსამართლობა რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია, ეს არ არის ყველაფერი შემთხვევითი,”- განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, მეუფე პეტრე კი მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ