განცხადება/მიმართვა

“რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლ@#ობა”-ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე განაცხადს გამოეხმაურა:
“პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა. ე.ი. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერმინისტრობის კანდიდატია, ასე დასახელდა. მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. ბიჭო, კაცი გამოვიდა, ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? პირველი, სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოვცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ, საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? არა ხარ სწორი კაცი შენ. ხაბე, ამოიღე შენც ხმა, ბიჭო, რა დასჯილივით ხარ. სირცხვილია,
სერიოზულად რა უნდა ვილაპარაკო ამაზე. არახალია ეს. მე საკრებულოში ვიყავი, როდესაც ვირტუალური მთავრობის იდეა ჰქონდათ და გადაინაწილეს, შსს მინისტრი იყო მაშინ ხაბე და ახლა საერთოდ გააქრეს. ამათი ხელწერაა თამაშები. ეტყობა, ამით ერთმანეთს დაპირებებს აძლევენ, თუ მხარს დამიჭერ, შემდეგ მეც დაგიჭერ მხარს და ეს სიგიჟეები აქვთ მთავრობების, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და თანამდებობები როგორ გადაინაწილონ. ეს არის ამათი ამოცანა და ინტერესი, დანარჩენი არაფერი აინტერესებთ”-განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი პოსტები

“თბილისი პრაიდი” ხვალ სოლიდარობის აქციას გამართავს (ვიდეო)

roma sajaia

გიორგი უგულავა: პროდასავლური ძალების ერთიანობით დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი

Joni Kvaracxelia

“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ ვერაფერს ხდება ის საქართველოსთან…ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს რუსეთი რაღაც გზებს”-მეთიუ ბრაიზა

დატოვე კომენტარი