მსოფლიოში

რამზან კადიროვს სანქციები დაუწესეს

აშშ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

„ჩვენ სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალადობას, მუქარას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მხრიდან ორ ჟურნალისტთან მიმართებაში, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაციას აშუქებდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯანმოს დირექტორმა მორიგი განცხადება გააკეთა პანდემიასთან დაკავშირებით

G7-ის ლიდერების ახალი პირობები

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარი დაუჭირა უკრაინის ნატო-ში შესვლასა და უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“

დატოვე კომენტარი