covid-19

რამდენ დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს?

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქეს ვალდებულება ექნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს.

გახარიამ ასევე განაცხადა რომ საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვალდებულება ექნებათ, 72-საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი წარმოადგინონ. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მოთხოვნა შეეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიდანაც მგზავრები ნაცვალგების პრინციპით შემოდიოდნენ, ანუ მათ მიმართ შეზღუდვები არ იყო დაწესებული.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 138-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ დილით ისევ გაიზარდა

სამეგრელო კვლავ “მწვანე ზონა” გახდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი