განცხადებები

რამდენი ხანი დასჭირდება კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას?-ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის სირთულეებზე ისაუბრა.

«სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, 21-ე საუკუნეში ვართ. რამდენიმე სახის ვაქცინა შექმნილია. ეს რთული არაა დღევანდელი ტექნოლოგიებით, როცა გენომი გაშიფრულია ვირუსის. დიდი დრო მიაქვს ამ ვაქცინის გამოცდას, რომ ის უსაფრთხო იყოს ადამიანისთვის. არის ჯერ მთელი ეტაპები ცხოველებზე გამოცდის: მცირე ცხოველებზე, მერე დიდ პრიმატებზე და შემდეგ უკვე ადამიანებზე 3 ფაზა კვლევების. მანამდე ვაქცინა მწვანე შუქს ვერ ნახავს, რომ ამ ვაქცინით მოსახლეობა აიცრას. ამიტომ, ჩვენი გათვლებით ამას, ალბათ, 1.5 წელიწადი დასჭირდება. ამ ინფექციის ვაქცინის მოლოდინი 1-2-3 თვეში ნუ გვექნება. ჩემი გადასახედიდან, ალბათ, უფრო მალე იქნება ეტიოტროპული პრეპარატები, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე და ამ შტამზე მოქმედებს და ამაზე უკვე ბევრს მუშაობენ რამდენიმე წამყვან ლაბორიტორიასა და ინსტიტუტში»-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«კრიზისი ღრმავდება. დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები»

«8 მარტის შეთანხმების საფუძველზე ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს»

22 მარტს სარფის საბაჟო გავმშვებ პუნქტზე მიმოსვლა შეფერხდება

დატოვე კომენტარი