რამდენი შალვა თათუხაშვილი უნდა მოკლან?!

0
1262

ივანიშვილის რეჟიმის ყოველ მორიგ მსხვერპლზე ჭრილობა მიახლდება. ყოველ მორიგ მსხვერპლზე სცენარი იგივეა. ერთუჯრედიანი ბოროტი ამებები სასწრაფო წესით თხზავენ, მიუსადაგებენ, რომ იყო გეი, ნარკომანი, ფიგურირებს სუიციდის თემა… თითეული დაღუპული ახალგაზრდა იგივე ჩემი შვილია, ტკივილი მიახლდება.
ივანიშვლის პრორუსულმა რეჟიმმა რამდენი შალვა თათუხაშვილი უნდა მოკლას?
მთელ საქართველოს ვატყობინებდი, რომ შალვა გატაცებულია, ტყვეობაშია, აწამებენ, უკეთებენ სპეციალურ წამლებს, რითაც მოკლავენ…
მთელ საქართველოს ვთხოვდი დახმარებას და ყველას ვაფრთხილებდი, რომ თქვენც გყავთ შვილები. მას შემდეგ რამდენი შალვა თათუხაშვილი მოკლეს, ყველამ ვიცით.
შალვას მკვლელობის საქმეში გარეულია რუსეთის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პროკურორები დავით ძნელაშვილი, გურგენ გილაური. მირზა სუბელიანი, დავით ცუხიშვილი . ივანიშვილი ჯიბის ექსპერტები, სამხარაულის ბიურო.
ეს ერთი და იგივე ხალხი ფიგურირებს თითქმის ყველა მკვლელობის საქმეში.
უბრალო პროკურორებთან მირზა სუბელიანთან, დავით ცუხიშვილთან და სხვებთან საქმე იმდენად არ მაქვს. მათ მხოლოდ აწამეს ჩემი შვილი. რაც მირზა სუბელიანმა აღიარა. .. მათ სასჯელად ისიც ეყოფათ უპრინციპო, პრემია-თანამდებობის მონებად, ხელის ბიჭებად რომ ჩამოყალიბდნნენ.
არც გახარია-ღარიბაშვილის და მათ მსგავსთა გადადგომა ცვლის ამინდს. ამის მოთხოვნა გულუბრყვილოთა ჭყლოპინია. უკვე დავინახეთ, გახარია გადადგა, პრემიერად! დღეს ოპოზიციის ლიდერად გვევლინება! ღარიბაშვილიც იგივე, რადგანაც ესენი მარიონეტები არიან, რომელთაც არავინ არაფერს ეკითხება. ბერას და მამამისის გასართობი კაცუნები არიან და თუ ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ, ყველასთვის სამუდამოდ ზედმეტი გახდებიან, ქვეყანაშიც აღარ დაედგომებათ. სარეზერვო აეროდრომი მჯერა ექნებათ, მაგრამ მათ ჩემზე კარგად იციან რა გრძელი ხელები აქვს მილიარდელ ოლიგარქს…
ეს ისე, სხვათა შორის…
შველით კი არასოდეს გვეშველება, სანამ სხვისი ჭირის თემა იარსებებს. ასეთი გაერთიანებული მედია მაშინ რომ ყოფილიყო, როდესაც ჩემს შვილს მთელი საქართველოს თვალწინ აწამებდნენ, კლავდნენ, როდესაც კოდორის სპეცოპერაციის სპეცრაზმელებს სათითაოდ და ცინიკურად უსწორდებოდნენ, როდესაც ლოგინში ჩაცხრილეს სრულიად უდანაშაულო მაჩალიკაშვილი, როდესაც მტკვრის სანაპიროზე წამებით ამოხადეს სული შაქარაშვილს, მოკლეს და საკუთარი მანქანით მიაგდეს ბაჩალიაშვილი, სრულიად საეჭვო და გაუგებარ ვითარებაში ამოხოცეს ერთ სამარშრუტო ტაქსში მსხდომი ყოფილი სამხედროები…. ბევრნი არიან უკვე… მათ სულებს ნათელი დაადგეს, ოჯახებს ვუსამძიმრებ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ბოლო არაა და სანამ ვერ მივხვდებით, რომ ნებისმიერის ოჯახს შეიძლება თავს დაატყდეს მსგავსი უბედურება, თუ უკომპრომისოდ არ ვიბრძოლებთ მომავლის გადასარჩენად, არაფერი გვეშველება, წასულია ჩვენი საქმე!
საქართველო ფაქტიურად რეანიმაციაშია რეანიმატოლოგი კი არ ჩანს, თუ ასე გაგრძელდა, ავადმყოფი დიდხანს ვერ გაძლებს…
გული მტკივა, შვილებს გვიხოცავენ, მომავალს გვართმევენ და ეს ყველაფერი კრემლის სცენარით და ქართველთა ხელით კეთდება….

გოგი თათუხაშვილი, გენერალი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ