რამდენი ლარი დაიხარჯება მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად?

0
310

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 402 673 ლარი დაჯდება.

«ცესკომ დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, ბიულეტენის ტექსტი, ასევე დაადგინა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესი, მეორე ტურის ჩასატარებლად განსაზღვრულია 402,673 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ცესკოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია. პირველ ტურში გაწეული თანხების ეკონომიიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა აღნიშნული თანხის მეორე ტურისთვის გადანაწილება», — განაცხადა ანა მიქელაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ