წელს 29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი კი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი დღეს გახდა ცნობილი.
„დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია — უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ“, — განაცხადა სოფიო გორგოძემ.
Loading…