განცხადება/მიმართვა

რამდენიმე საათში ოპოზიცია სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს 12:00 საათზე გამოაცხადებს. როგორც ოპოზიციური პარტიების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია მოქმედების სულ სხვა რეჟიმსა და სულ სხვა ტალღაზე გადადის.

„ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და მათ შორის უარი ვთქვით 20 მარტის აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ახლა ჩვენ გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმსა და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენი გეგმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ჩემს დროს იყო 1.64, ივანიშვილის დროს მალე იქნება 4, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები ყველამ, ვიმოძრაოთ ყველამ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“

Joni Kvaracxelia

ადა მარშანიას აზრით რუსეთი საქართველოს მტერი არ არის (ვიდეო)

“არანაირი საქართველოს მოქალაქეები. ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა”-აკაკი ზოიძე “სირცხვილიას” აქციის მონაწილეებზე(ვიდეო)

დატოვე კომენტარი