ანალიტიკაპუბლიკაციები

რამდენიმე მოსაზრება 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით

როგორც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, რუსეთის ხელისუფლება, რუსული საზოგადოება, ასევე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი 2008 წლის ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩნდება რამდენიმე კითხვა, კერძოდ:
როგორ შეეძლო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, თუ საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა? ანუ საქართველოს შეიარაღებული ძალები კი არ შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, მათ შორის 8 აგვისტომდე გაცილებით ადრე.
შესაბამისად, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ჯერ კიდევ 1974 წელს მიღებული «აგრესიის შესახებ» 3314 რეზოლუციის მიხედვით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მე-20 საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში განახორციელა ირიბი (უწყობდა რა ხელს სეპარატიზმს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში), ხოლო 2008 წლის აგვისტოში პირდაპირი აგრესია.
2008 წლის 7 აგვისტოს 23.35 საათიდან საქართველომ საპასუხო სამხედრო ქმედებები განახორციელა იმ ბანდფორმირებების წინააღმდეგ, რომლებიც 1 აგვისტოდან ქართულ სოფლებს ბომბავდნენ, შესაბამისად, საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების წარმოების სრული იურიდიული და მორალური უფლება გააჩნდა. მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომლის 98-ე მუხლში აღნიშნულია, რომ «თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა». გარდა ამისა, საქართველოს მიერ წარმოებული საპასუხო სამხედრო ოპერაცია წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეს, რაც სრულიად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-2 მუხლში წარმოდგენილ პრინციპებს.
და კიდევ რამდენიმე შეკითხვა რუსეთის ხელისუფლებას და რუსულ საზოგადოებას, ასევე საქართველოს შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც 2008 წლის ომში

Loading…

პასუხიმგებლობას საქართველოს აკისრებს, კერძოდ:
აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს არანაირი სამხედრო ქმედებებისთვის არ მიუმართავს, რუსეთმა კი ზემო აფხაზეთი დაიკავა. ომის «ეს ნაწილიც» საქართველომ დაიწყო?
რუსეთის სამხედრო ხომალდები ფოთის აკვატორიაში შემოიჭრნენ — შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონო შემოსვლით რუსეთმა დაარღვია 1982 წლის საერთაშორისო კონვენცია «საზღვაო სამართლის შესახებ», «ომის ეს ნაწილიც» საქართველომ დაიწყო?
რუსეთის სამხედრო — საჰაერო ძალებმა დაახლოებით 200-ჯერ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე და სხვადასხვა დასახლებული პუნქტები ინტენსიურად დაბომბეს. შესაბამისად, დაირღვა 1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია «საჰაერო სივრცის შესახებ», ომის ეს ნაწილიც» საქართველომ დაიწყო?
რუსეთმა განახორციელა კიბერშეტევა საქართველოს სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებზე ჯერ კიდევ 2008 წლის 23 ივლისს. «ომის ეს ნაწილიც» საქართველომ დაიწყო?
საერთო ჯამში კი, რუსეთმა დაარღვია როგორც საკუთარი კონსტიტუცია, როდესაც არ არსებობდა რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს ნებართვა საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ (ანუ პუტინმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო), ასევე კრემლის მიერ გათელილ იქნა საერთაშორისო სამართლის სხვა ძირითადი პრინციპები, კერძოდ:
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი;
საზღვრის ურღვევობის პრინციპი;
სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი;
საერთაშორისო კონფლიქტებვის მშვიდობიანი გზით მოგვარების პინციპი;
ასევე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა არ შეასრულა მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება «ცეცხლის შეწვეტის შესახებ», რომელიც რუსული და ქართული საჯარისო ქვედანაყოფების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ითვალიწინებდა, კრემლმა დაარღვია «საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპი».
გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საომარი მოქმედების დაწყებაზე ნებართვის გაცემას ახორციელებს გაეროს უშიშროების საბჭო ამავე ორგანიზაციის წესდების მე-7 თავის შესაბამისი მუხლების მიხედვით. როგორც ცნობილია, არანაირი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ, არ არსებობდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ რამდენიმე შეკითხვა კრემლის მესვეურების და საქართველოსადმი არამეგობრულად განწყობილი ადამიანების მიმართ:
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის «სამშვიდობო ძალების» სარდალმა გენერალმა კულახმეტოვმა თვითონ აღიარა, რომ «იგი ვერ აკავებდა ოსურ ბანდფორმირებებს»;
ამხანაგმა პუტინმა პირდაპირ განახცადა, რომ რუსეთი 2006 წლიდან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევდა აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედ შეიარაღებულ ფორმირებებს (სინამდვილეში ბანდფორმირებებს);
ამხანაგმა პუტინმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ «რუსეთი განახორციელებდა საპასუხო ქმედებებს»;
2008 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო სამაჩაბლოში მდებარე ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა;
2008 წლის 7 აგვისტოს, დილის 4 საათზე საქართველოს შსს-ის მიერ დაფიქსირებულ იქნა რუსული სამხედრო კოლონის ცხინვალის რეგიონში შემოსვლა როკის გვირაბის გავლით;
2008 წლის ივლისში რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები «კავკაზ-2008».
შესაბამისად ისმის კითხვა, ხომ არ გახლავთ აღნიშნული საკმარისი არგუმენტები იმისთვის, რომ განვაცხადოთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში მთლიანად რუსეთია დამნაშავე?
დიდება გმირებს !!!

ნიკა ჩიტაძე, ექსპერტი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ძალა ღირსებით გადავსებული მოქალაქეების ერთობაშია!» — დავით ნებიერიძე

„კანონიერ ქურდად“ მიმუშავია — სიკვდილი ჯაშუშებს! (ექსკლუზივი)

Joni Kvaracxelia

ვინ იცავს ოჯახის ფასეულობებს?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი