covid-19

რაზე ისაუბრეს გახარიამ და ჯანმოს დირექტორმა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, საუბარი შეეხო გლობალური პანდემიის საკითხებს და ჯანმოს მიერ მხარდაჭერას საქართველოში ვაქცინაციის დროული დაწყებისათვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით.

ტედროს ადანომ განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

Loading…

მსგავსი პოსტები

საგანგებო განცხადება საქართველოს მთავრობაში (ვიდეო)

მოსკოვის წმ. გიორგის ქართული ეკლესია მრევლისთვის დაიკეტა

Joni Kvaracxelia

მკაცრი კარანტინი კატალონიის რეგიონში

დატოვე კომენტარი