პოლიტიკა

რაზე ილაპარაკეს სალომე ზურაბიშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა?

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთში შექმნილი ვითარება განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას აქტიური თანამშრომლობისა და კორონავირუსის გავრცელებისთანავე თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გაწეული დახმარებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სოლიდარობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო დონეზე. საუბრისას აღინიშნა, რომ კრიზისულ და პოსტკრიზისულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო კორიდორი, ასევე, სატრანსპორტო ქსელი, მათ შორის ბაქო- თბილისი – ყარსის რკინიგზა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტერბის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

LIVE:დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს

დატოვე კომენტარი