სოცქსელი

ჟურნალისტ ნანა ნადირაძეს ხვალ 4 ივლისს, 2 საათზე, მახათას სასაფლაოზე დაკრძალავენ

გაზეთ „თბილისის“ ჟურნალისტს, ნანა ნადირაძეს, ხვალ   4 ივლისს, 2 საათზე, მახათას სასაფლაოზე დაკრძალავენ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი წერს:

«როგორც იცით, — 58 წლის ასაკში გარდაიცვალა გაზეთი «თბილისი»-ს ჟურნალისტი, ადრე საკმაოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქალბატონი — ნანა ნადირაძე.
გარდაიცვალა უპატრონოდ, შიმშილით და ავადმყოფობით.სამწუხაროდ ვერ მივასწარით გადასარჩენად, უკვე ძალიან გვიანი იყო.
გადავასვენეთ მახათის აღმართზე — 55 ნომერში, საპანაშვიდე დარბაზში.
დღეს — 3 ივლისს, საღამოს 6 საათიდან იქნება პანაშვიდი.
ჩვენ დაგხვდებით, ბიჭები :/
გთხოვთ გამივრცელოთ ინფორმაცია. იქნებ ნათესავმა ან ძველმა ნაცნობმა ნახოს და მასთან გამომშვიდობება უნდოდეს. ბევრი ხალხი იცნობდა და შეიძლება პანაშვიდზე მოსვლა უნდათ, თორემ გულს გაგიხეთქავს ადამიანს, ცარიელი დარბაზის ყურება :/
მეტი აღარაფერი შეგვიძლია და ეხლა მაინც არ დავტოვებთ მარტოს :/ ჩვენ აქ ვართ და თუ ვინმეს გინდათ მოსვლა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.
დავკრძალავთ ხვალ, 4 ივლისს, 2 საათზე, მახათას სასაფლაოზე.»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

დაუდასტურდა თუ არა შოთა არველძეს CoVid-19?

«საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. — ბავშვების 6,8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს»

«პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა…»-გიგა მაქარაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი