“ჟურნალისტიკას აქვს სტანდარტი და დღეს გიორგი გაბუნია გადასცდა ამ სტანდარტს!”-ნოდარ მელაძე

0
354

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ქმედებას გამოეხმაურა, სადაც მან პუტინს აგინა.

“ჟურნალისტიკას აქვს სტანდარტი და დღეს გიორგი გაბუნია გადასცდა ამ სტანდარტს!

თუნდაც საავტორო გადაცემის ფორმატში, სადაც წამყვანი თავისუფალია საინფორმაციო გამოშვების ჩარჩოებისგან, ღია ეთერში მუშაობა მეტ პასუხიმსგებლობას და მეტ თავშეკავებულობას მოითხოვს.

შესაძლოა მეც და ამ ქვეყნის სხვა ბევრი მოქალაქე, უფრო მეტს ფიქრობდეს პუტინზე, მაგრამ ტელევიზია არ არის ადგილი, ყველა ჩვენი მოსაზრების სათქმელად.”-წერს ნოდარ მელაძ

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ