სოცქსელი

«ჟურნალისტებო დაინტერესდით ასლან ჯიოევის ვინაობით, მისი მკურნალობის პროცესით ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების წამებაში»

ანტისაოკუპაციო მოძრაობის «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს მიმართავს:

«მივმართავ ჟურნალისტებს!!!
გთხოვთ დაინტერესდეთ ასლან ჯიოევის ვინაობით, მისი მკურნალობის პროცესით და რა დამსახურებები აქვს ამ ადამიანს საქართველოს წინაშე(თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების წამებაში, თუ ატ ჩავთვლით იმას რომ ჯიოევი გახლავთ ახალგორის მილიციის უფროსის ახლო ნათესავი და ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი. ფილიპ ხაჩიროვის, რომელიც გახლავთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი!
მეგობრებო!
თუ თქვენ ღუდუშაურის კლინიკაში ვინმე გეტყვით რომ ასლან ჯიოევი — ასეთი პაციენტი საერთოდ არც ყოფილა მიყვანილი საავადმყოფოში — არ დაუჯეროთ!!!ეს იქნება ტყუილი!!!!
მე გამაჩნია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ასლან ჯიოევი შეყვანილია კლინიკაში 7 ივნისს და 9 ივნისის დილის 6 საათზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა კლინიკაში.
მე ამ მტკიცებულებას წარმოვადგენ იმ შემთხვევაში, თუ უცებ აღმოჩნდება რომბპაციენტი ჯიოევი არც არასოდეს ყოფილა მოთავსებული ღუდუშაურის კლინიკაში!
ასევე დარწმუნებული ვარ, ჯიოევს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა მისი „გამოკითხვა“ როგორც მინიმუმ…
და ერთიც — რატომ არ სარგებლობს საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე სამედიცინო მომსახურებით, როგორიც აქვს ოს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიიდან?
მადლობა ყურადღებისთვის
#ძალაერთობაშია!»-წერს დავით ქაცარავა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ!!!!»-ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას ადვოკატს მიმართავს

დაფუძნდება პარტია «თამბაქო»?

Joni Kvaracxelia

ინფექციონისტის 11 არგუმენტი კონდიცირების აკრძალვის წინააღნდეგ

roma sajaia

დატოვე კომენტარი