“ჟურნალისტებო, გთხოვთ დაგვეხმაროთ…რათა ეს საფრთხე განეიტრალდეს”-დავით ქაცარავა ჟურნალისტებს მიმართავს

0
208

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას. ამჟამად დუშეთის რაიონში ვართ, სოფელ ქარქუშაანში, რომელიც ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
აბსოლუტურად მიტოვებული სოფელი, უყურადღებოდ დატოვებული.
ოკუპანტების გარდა, მგლების საშიშროება ძალზედ მაღალია, 6თებერვალს ერთ – ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალბატონი სახლის კართან მგელმა დაგლიჯა.
ეხლაც სახლთან მგლის ნაკვალევი აღმოვაჩინეთ, სახლიდან 200 მეტრში კი ოკუპანტები.
ეს ქალბატონი დახმარებას ითხოვს, ყურადღება კი 0.
სამწუხაროდ, ჩვენს ძალებს აღემატება ამ ეტაპზე მისი დახმარება, ამიტომ ჟურნალისტებო, გთხოვთ დაგვეხმაროთ მივიპყროთ შესაბამისი სტრუქტურების ყურადღება, რათა ეს საფრთხე განეიტრალდეს.
ძალა ერთობაშია!”

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ