განცხადება/მიმართვა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ახალ განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ახალ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ფორმატის მონაწილეებს პანდემიის ფონზე პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

„მტკიცედ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, გვერდით გადადონ განსხვავებული პოზიციები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობის გამწვავება გამოიწვიოს. აქცენტი თანამშრომლობაზე უნდა გაკეთდეს, რეგიონის მთელი მოსახლეობის სასიკეთოდ და COVID 19-ის პანდემიის საერთო საფრთხის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში. თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. გამყოფ ხაზთან ნიშნების აღმართვა რეგიონში ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საშუალება გამოხატოს თავისი პოზიცია “ აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი

Joni Kvaracxelia

“ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, გიორგი გახარია გადადგებოდა”-“ოცნების” დეპუტატი რომან კაკულია

Joni Kvaracxelia

“კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება“-მეუფე იაკობი

დატოვე კომენტარი