ჟენევაში შედგა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა. იგი მოსალოდნელ დროზე ადრე დასრულდა

0
330

ოთხშაბათს ჟენევაში გაიმართა შეხვედრა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის. მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით დაახლოებით ხუთ საათზე დასრულდა და მოსალოდნელზე ნაკლები დრო დასჭირდა. თავდაპირველად ითქვა, რომ შეხვედრის ხანგრძლივობა ხუთი საათი იყო განსაზღვრული. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, შეხვედრა შედგა დაგეგმილი შესვენების გარეშე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა ისაუბრა შეხვედრის მთავარ თემებზე. ესენია კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებები (მათ შორის ალექსეი ნავალნის სიტუაცია), სტრატეგიული სტაბილურობა, უკრაინის უსაფრთხოება, მდგომარეობა ბელორუსში და პატიმართა გაცვლა.

მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ამოცანა იყო პუტინთან პირდაპირ განეხილა ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა შეერთებული შტატების პრიორიტეტები და ღირებულებები.

ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ. მანამდე პუტინი დონალდ ტრამპს ჰელსინკში 2018 წელს შეხვდა.

არც შეერთებული შტატები, არც რუსეთი და არც ევროპა დღევანდელი შეხვედრისგან რაიმე გარღვევებს არ ელოდნენ.

რუსეთის ხელმძღვანელობა, პუტინის მეთაურობით, მრავალი წლის განმავლობაში თავის საგარეო პოლიტიკას ზოგადად კოლექტიურ დასავლეთთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებაზე აგებდა.

ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, რუსული პოლიტიკის მუდმივი კრიტიკოსია, რაც მან პუტინთან შეხვედრამდე ბოლო რამდენიმე დღეში რამდენჯერმე დაადასტურა.

ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ადრეც შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმ დროს ისინი არ იყვნენ პრეზიდენტები. ეს იყო 2011 წელს, როდესაც ბაიდენი ობამას ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ მინისტრი.

სამიტის დასაწყისში პრეზიდენტებმა პირისპირ ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგ დელეგაციების სრული შემადგენლობით შეხვედრამდე, გამოცხადდა შესვენება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე თავად ჯო ბაიდენმა და მისი ადმინისტრაციის წევრებმა განაცხადეს, აშშ-ს პრეზიდენტი აპირებდა პუტინთან საუბარს, კერძოდ, შეიარაღების კონტროლზე, ასევე აშშ-სა და დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების მთავარ მწვავე თემებზე, რუსეთის სამხედრო ინტერვენციზე უკრაინაში, ოპოზიციის დევნის და კონკრეტულად ალექსეი ნავალნის შესახებ, ჰაკერული თავდასხმების შესახებ, რომელთა კვალი რუსეთამდე და მის სახელმწიფო ინსტიტუტებამდე მიდის.

მოსკოვში, შეხვედრის დაწყებამდე, აცხადებდნენ, რომ განსახილველი თემები ძალიან ფართო იქნება — «სტრატეგიული სტაბილურობიდან» დაწყებული, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლით დამთავრებული, სირიაში, ავღანეთსა და მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებით.

მოლაპარაკებები ჟენევის ვილა ლა გრანჟში შედგა. 1985 წელს იქ შეხვდნენ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი და აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ