კრემლი ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დეტალურად განიხილეს.
რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა ბელარუსის რესპუბლიკის შიდა საქმეებში გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობის მიუღებლობაზე. თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, განცხადებით, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე და დაიწყოს ოპოზიციასთან «ეროვნული დიალოგი».
როგორც კრემლი იუწყება სატელეფონო საუბრის ინიციატივა გერმანულმა მხარემ გამოთქვა.
Loading…