ომი

პუტინმა უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შესახებ. რუსეთმა ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.
ანექსიის შესახებ კანონი სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს მიიღო, ფედერალურმა საბჭომ ის მეორე დღესვე დაადასტურა.
27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

Loading…

მსგავსი პოსტები

სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებში გააქტიურდნენ დამპყრობლები – გენერალური შტაბი

პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა

უკრაინელებს, რომლებიც ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებების მიზეზით ვერ მუშაობენ სახელმწიფო 6500 გრივნას გადაუხდის

დატოვე კომენტარი