პუტინმა რამზან კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

0
712

პუტინმა რამზან კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

“მე მადლობას ვუხდი ვლადიმირ პუტინს ახალი ტიტულის მონიჭებისთვის;
ისევე, როგორც ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი დიდებული სახელმწიფოს განვითარებისთვის.
სულ ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, მე ვარ ჩვენი პრეზიდენტის ერთგული ქვეითი ჯარისკაცი, რომელიც მზად არის, შეასრულოს მისი ნებისმიერი სირთულის ბრძანება ნებისმიერ კონტინენტზე”. განაცხადა რამზან კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა კი კადიროვს 2020 წლის 20 ივლისს სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კადიროვი და მისი ოჯახი სანქცირებულია “ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩადენისთვის, წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების, იძულებითი გაუჩინარებების ჩათვლით” და რომ აშშ უყოყმანოდ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ