განცხადება/მიმართვაომი მსოფლიოში

პუტინმა ირანზე შეტევები „გამოუწვეველ აგრესიად“ შეაფასა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ იერიშებზე ოფიციალურად გააკეთა განცხადება და მათ „გამოუწვეველი აგრესია, რომელსაც არანაირი გამართლება არ გააჩნია“ უწოდა.

ამის შესახებ იუწყებიან რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები — ТАСС, РИА Новости და РБК, რომლებიც ციტირებენ პუტინის სიტყვებს, ნათქვამს მოსკოვში 23 ივნისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაქჩისთან შეხვედრის დროს.


„ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და გამოუწვეველი აგრესია ირანის წინააღმდეგ. მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია,“ — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი იღებს ზომებს, რათა დახმარება გაუწიოს ირანელ ხალხს“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაქჩიმ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ თეირანი აშშ-ისა და ისრაელის ქმედებებს ირანის მიმართ არალეგიტიმურად მიიჩნევს.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ვლადიმერ პუტინი უკვე ათ წელზე მეტია აწარმოებს გამოუწვეველ და სისხლიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. სულ რამდენიმე საათით ადრე, სანამ იგი ირანელ კოლეგას ხვდებოდა, 23 ივნისის ღამით რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, რამაც მხოლოდ კიევსა და მის მიდამოებში 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყოველდღიურად რუსეთის საოკუპაციო ძალები ბომბავენ სასაზღვრო და დროებით ოკუპირებულ რეგიონებთან ახლომდებარე ქალაქებს, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას და ანგრევენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონებს რუსეთის არმია აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.


შეგახსენებთ:
  • 13 ივნისის ღამეს ისრაელმა განაცხადა, რომ განახორციელა „პრევენციული დარტყმა“ ირანის ბირთვული პროგრამის და სამხედრო ინფრასტრუქტურის დასასუსტებლად.

  • 22 ივნისს, ღამის 2:30 საათზე (ირანის დროით), აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის სამი ბირთვული ობიექტი: ფორდო, ნატანზი და ისფაჰანი.

  • ოპერაცია „წარმატებულად“ შეფასდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანმა „უნდა დადოს სამშვიდობო შეთანხმება დაუყოვნებლივ“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან უფრო მასშტაბური დარტყმებით დაემუქრა.

  • ტრამპმა ირანი ასევე გააფრთხილა შურისძიების ნებისმიერი მცდელობისგან, რადგან ეს გამოიწვევს უფრო მკაცრ რეაგირებას აშშ-ის მხრიდან.

  • მანამდე ტრამპმა განმარტა, რომ პუტინმა შესთავაზა შუამავლობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების მოსაგვარებლად, თუმცა ტრამპმა უპასუხა, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება.

მსგავსი პოსტები

«დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება…»-პაატა იმნაძე მოსახლეობას აშინებს

roma sajaia

სუსის განცხადებით იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია-იხილეთ განცხადება

roma sajaia

«სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია»

roma sajaia

დატოვე კომენტარი