სხვადასხვა

პუტინი სერიოზულად ავადმყოფობს?

გუშინ პუტინი შეხვდა პალესტინის  ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს,  ასევე კონკურს «რუსეთის ლიდერების» ფინალისტებს. შეხვედრაზე პუტინმა ისაუბრა ჩახლეჩილი ხმით, რისთვისაც მან შეხვედრის დასაწყისში მოიბოდიშა.

მან გააუქმა ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა შეხვედრა თუ გამოსვლა. ამის შესახებ კრემლში წყაროები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი „გაუჩინარება“  ასოცირდება რთულ დაავადებასთან.

პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ჯერ არ გამოხმაურებია რუსეთის ლიდერის გეგმების შეცვლის მიზეზებს.

ასევე, კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც  კარგად  ისმის პუტინის ჩახლეჩილი ხმა და გონებაგაფანტულობა. მან რამდენჯერმე დაუსვა კითხვა მონაწილეებს, რომლებზეც მათ პასუხი გაცემული ჰქონდათ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მთავარი არხის» ჟურნალისტს ეთერში ჩართვის დროს ხელი შეუშალეს-უკიდურესი დაძაბულობა «ევროპული საქართველოს» ოფისთან (ვიდეო)

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კარდენახში

22 მაისის ვალუტის კურსი ცნობილია

დატოვე კომენტარი