პუტინი გიორგი გაბუნიას პასუხობს (ვიდეო)

0
13432

რუსეთის პრეზიდენტი ვლდაიმირ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს და “რუსთავი2”-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მისდამი გინებას ეხმაურება.

“ანტირუსულ განწყობას საქართველოში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც ან ისტორია არ იციან ან იციან, მაგრამ იგნორირებას ახდენენ და საბოლოო ჯამში გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს. დანარჩენი მხოლოდ წარმოებულია. გინებაც და შეურაცხყოფაც. საკითხს სერიოზულად და სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ, არაა საჭირო ვიღაც ნაძირლების გამოხტომებზე რეაგირება.

რაც შეეხება სანქციების შემოღებას საქართველოსთვის, მე ამას ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად არ გავაკეთებდი. ერთი ადამიანი გამოვიდა, სისულელე თქვა და თავი გამოიდო. თუ აქამდე არავინ იცნობდა, დღეს ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ კუთხით მან მიზანს მიაღწია. ჩამოაშორეს ეთერიდან 2 თვით და წავიდა დასასვენებლად. დაბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს. მაგრამ ხომ არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც მის საქციელს აპროტესტებენ.

აი, ამ ხალხის გულისთვის და რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მე არ მოვიმოქმედებდი არაფერს ისეთს, რაც კიდევ გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს. ასეთი ხალხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დიდი პატივი იქნებოდა მისთვის. გააგრძელოს გადაცემა,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ