პუტინის გამოა სოხუმის უნივერსიტეტი დევნილი, მისი რექტორად დასმული ზურაბ ხონელიძე კი პუტინს იცავს

0
1812

პირველივე დღესვე  ვიცოდი რა “გენიოსთანაც” გვქონდა საქმე, პირველივე დღიდან მისმა საფირმო ფრაზამ სრული ასახვა ჰპოვა უნივერსიტეტში: “ჩვენ არ გვჭირდება ახალი გზების ძიება, ჩვენ უნდა ვიაროთ უკან”

მე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვგმობ ზურაბ ხონელიძის ამგვარ თვითნებობას და არ ვიზიარებ მის ქმედებებს. მისი მოსვლის პირველი დღიდან ვიყავი მისი რექტორობის  წინააღმდეგი და ახლა განსაკუთრებით, როცა ნათლად გამოაჩინა თავისი რეალური  პრორუსული სახე რუსთავი2-ის ოფისთან.

გადადგეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და მოშორდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეს  ნაბიჯი შეუმსუბუქებს მას ისედაც დამძიმებულ ბიოგრაფიას, რომლითავ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

გაქანებული პრორუსი, დსთ-ს ყოფილი ელჩი, რომელიც პუტინის დედის გინებით შეძრწუნებული, შუა ღამით ქუდმოგლეჯილი “რუსთავი 2”-ის შენობასთან გარბოდა და აპროტესტებდა გიორგი გაბუნიას განცხადებას, მაშინ როდესაც არც 20 ივნისის სიხლიან ღამეზე და არც გავრილოვის ვიზიტზე არცერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ახალგაზრდებმა თვალი დაკარგეს, ახალგაზრდებმა იბრძოლეს, ეს კი გამოდის და პუტინის დედას იცავს. რა ესაქმება, რომ უნივერსიტეტის სახელით წამოჭიმულა და პოლიტიკურ პროცესებში იღებს ასე უხეშად მონაწილეობას. არავინ დარჩა ამ უნივერსიტეტში ისეთი ვინც ხმამაღლა დაგმობს ამ ფაქტს, როგორ შეიძლება დევნილი უნივერსიტეტის რექტორი,  ოკუპანტი  ქვეყნის დაცვაში ასე გამწარებული იბრძოდეს.

სოხუმის   უნივერსიტეტის რექტორს, ან თვითმართველობაზე რატომ აქვს ასეთი კონტროლი და რატომ  ქმნის ასეთ ჩახშულ სივრცეს? სადაც არ არის თავისუფლება იქ არ არის განათლება. ზურაბ ხონელიძე არის სიმბოლო საბჭოთა ცენზურისა და თავისუფლების ჩახშობისა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დევნილი საზოგადოების უნივერსიტეტი და არა კრემლის პირდაპირი ინტერესების გამტარებელი რექტორის, სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტი არის და იქნება  იდეური საზრდო სოხუმში დაბრუნებისა და ეს უნივერსიტეტი დემოკრატიული პროცესების შედეგად უნდა გათავისუფლდეს კრემლის მარწუხებისგან!

რომან საჯაია,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ