პროფესია შეიცვალა

0
605

ისრაელის წარსულში ცნობილი ათლეტი ქალი ქვეყნის ცენტრში პროსტიტუციის ე.წ. „რუსულ“ ქსელს ხელმძღვანელობდა

ისრაელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ცნობილი  ათლეტი ქალი, რომელიც მსუბუქი ათლეტიზმის რამდენიმე დისციპლინაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში ქვეყანას არაერთგზის წარმოადგენდა  და არცთუ შორეულ წარსულში მწვრთნელი გახლდათ,  ეჭვმიტანილია სექსუალური მომსახურების უკანონო ქსელის ორგანიზაებაში.

გამოძიების წინასწარი მონაცმებით. ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში განთავსებულ ქსელში შემოდოიდა ე.წ. „მასაჟის სალონები“. გამოძიების ვარაუდით 50 წლის  ქალს ქალაქ რამატგანიდან ქსელის მართვაში ეხმარებოდა ყოფილი მეუღლე.

ქსელი რამენიმე წელია, რაც ფუნქციონირებს და როგორც წესი თანამშრომლების მოზიდვა სექსუალური ინდუსტრიისთვის  ისრაელში და საზღვარგარეთ რუსულენოვანი საიტების მეშვეობით ხორციელდებდა. სთავაზობდნენ „მასაჟის სფეროში სპეციალისტებს მაღალ ანაზღაურებას.

გამოძიების მონაცმებით, არიან დაზარალებლები, თუმცა, იძულებით არავინ არაფერს აიძულებდა, რომლებიც აცხადებენ, რომ მოტყუებით დაასაქმეს, რადგან მასაჟისტებად მისულებს ასწავლიდნენ, რომ კლიენტისთვის ეთქვათ „სხვა“ მომსახურების შესახებ, რომელიც გაცილებით მეტი ღირდა.

საქმეზე სულ დაკავებულია რვა კაცი.

სექსუალური ინდუსტრიის ამ წარმომადგენლებს ასევე ბრალად ედებათ  უკანონოდ მოპოვებული სახსრების „გათეთრება“ და ამით საგადასახადო კანომდებლობის დარღვევა.

გავრცელებულ ინფორმაციაში დაწვრილებით არის აღწერილი ყოველი დეტალი, მათ შორის ის, რომ 2019 წელს ცნობილი გახდა რომ დაწესებულების ქსელებში საქმიანობდნენ როგორც ქარხანაში, თითო „თანამშრომელ ქალზე“ დღეში – ორ ცვლაში – შვიდი კლიენტი. ბიზნესი საღამოს რვა საათიდან დილის ექვს საათემდე მუშაობდა და სექსუალურ მომსახურებას ეწეოდნენ სამიდან ცხრა ქალამდე.

ცნობილი გახდა, რომ აქაურობა წელიწადში მხოლოდ ოთხი დღე იყო დაკეტილი: განკითხვის, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა, დაღუპულთა ხსოვნის და გლოვის დღეებში.

 ქალები კონტრაცეპტივებს საკუთარი სახსრებით ყიდულობდნენ. მომსახურების ფასი 250 შეკელი იყო (დაახლოებით 75-80 დოლარის ფარგლებში), რომლის ნახევარი მფლობელს მისდიოდა.

გამოძიების დოკუმენტებიდან ჩანს, რომ დაწესებულება სამი წელი მუშაობდა და მისმა წლიურმა ბრუნვამ 4.5 მილიონი შეკელი შეადგინა.

ისრაელის კონომდებლობით უკანონო საქმიანობით მოპოვებული თანხები და მოგება  დაბეგვრას ექვემდებარება.

ამასთან მსგავსი ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ საგადასახადო შეღავეთები საწარმოს გასავლისთვის. ამ შემთხევაში საუბარია დაცვაზე, დალაგებაზე და სამრეცხაოს მომსახურებაზე.  შემოსავლებიდან როგორც საწარმოო ხარჯი ისრაელის საგადასახადო სამმართველოში 127 ათასი შეკელი ჩამოწერა.

2017 წელს  დაწვრილებით გახდა ცნობილი ამ დაწესებულების ფუნქციონირებაზე და მათზე ზედამხედველობა დაეკისრა პოლიციელს, რომელიც სექსუალურ კავშირში შევიდა ერთერთ ქალთან და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის დასჯილია.

ბოროტი ენები ამბობენ, რომ „სექსინდუსტრია“ კიდევ იმუშავებდა, ყოფილ სპორტსმენ ქალბატონს არ ეძუნწა და მეტი მიეცა „თანამშრომლებისთვის“, რომელთა უკმაყოფილებაც მათი „დაზარალების“ მიზეზი გახდა.

 ქეთევან ჩემია, ისრაელი

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ