თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს და პოლიციის ბარიკადების აღება სცადეს. როგორც ცნობილია დაშავებულია უსაფრთხოების სამსახურის 50 თანამშრომელი.
„სიენენის“ ცნობით კი, თეთრ სახლთან ახლოს, წმინდა ჯონსის ეკლესიაში ხანძარია. ეს სწორედ ის ტაძარია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ესწრებიან სხვადასხვა რიტუალს.
თამარ ქუთათელძე
Loading…