პროტესტი ბერლინში

0
222

ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, შეზღუდვები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ლახავს.

„ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ“, – ამ შეძახილების ფონზე ცეკვავდნენ პროტესტის მონაწილეები. დანარჩენები პლაკატებით მარშირებდნენ და სკანდირებდნენ – „ჩვენ ვხმაურობთ, რადგან თავისუფლებას გვართმევთ“.

აქციაზე შეკრებილთა უმრავლესობას ნიღბები არ ეკეთა. გერმანია ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით კორონავირუსის გამო ნაკლებად დაზარალდა. 200 000-ზე მეტი ინფიცირებული აღირიცხა, დაახლოებით 10 000 კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 193 600.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ