პოლიტიკა

პრორუსული პროპაგანდის გამო პოლონეთის უნივერსიტეტიდან რუსეთის ელჩი გამოაგდეს

რუსული პროპაგანდა აწუხებთ პოლონელებსაც, სადაც რუსეთის ელჩი, სერგეი ანდრეევი ქალაქ კრაკოვის, იაგელონის უნივერსიტეტში მიუღებელ პერსონად გამოცხადდა.

რუსული პროპაგანდა სტუდენტებსაც კი იძულებულს ხდის გადახედონ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას. როგორც ცნობილი გახდა, კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში თავის ლექციას ვერ ჩაატარებს რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი, რომელიც ჩანიშნული იყო 31 მარტს. მიზეზი კი სტუდენტებისა და ინტელიგენციის პროტესტი გახდა — ინფორმაციას პოლონეთის რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს Joinfo.ua.  ელჩის მოსვლის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ფაქტი არაეთიკურია, რადგან რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და მას ოკუპირებული აქვს პოლონეთის ტერიტორია.

სერგეი ანდრეევს დაგეგმილი ქონდა უნივერსიტეტის ლექციათა «იაგელონის დიპლომატიური შეხვედრების» ფარგლებში წაეკითხა ლექცია და შეხებოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკას.

«რუსეთის ელჩთან შეხვედრა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მას დაესწრებოდა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შეხვედრას პროპაგანდისტული ხასიათი ექნებოდა,» — განაცხადა პოლონეთის სენატის წევრმა, ბოგდან კლიხმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეს რუსეთის ფედერაციასთვის ბრალი წაყენებული აქვს სმოლენსკის კატასტროფაზე.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა

დაკავებულმა მალის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა

მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია, აბესაძე და სხვები — ოპოზიციის კოალიციური კაბინეტი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი