განცხადება/მიმართვა

პროკურატურამ “ქართული ოცნების”დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)”- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას”-საპატრიარქო

„ბიძინა ივანიშვილი გრძნობს რომ აღარავის აღარ უყვარს”-გია ხუხაშვილი

“დიდი იმედი მაქვს, ამ ქვეყნის მთავარსარდალი არასოდეს გავხდები”-სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი