კრიმინალი

პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო

2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ფრთხილად… გარეთ ჩიკატილოები დადიან!

საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 8 პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა

«აიისა»-ს დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე სასამართლომ დამაშავედ ცნო

დატოვე კომენტარი