კრიმინალი

პროკურატურამ გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს.

ფ.ა.-ს მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ა.ა. იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ხეზე, ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 2020 წლის 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გორის რაიონში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს

დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე ოთხი ექიმი დააკავეს

რუსთავში ბიძამ სავარაუდოდ 13 წლის ძმიშვილი მოკლა

დატოვე კომენტარი