პრიშტინასა და რომში საინტერესო საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა (ვიდეო)

0
438

პრიშტინაში საავადმყოფოში მყოფ პატარა პაციენტებს ორგანიზაცია Care for Kosovo Kids-ის მოხალისეებმა ზეიმი მოუწყვეს. მათ ბავშვებს შობა სანტა-კლაუსის, სუპერმენის, ბეტმენისა და სპაიდერმენის ფორმებში ჩაცმულებმა მიულოცეს. ისინი პალატებში სახურავიდან სპეციალური თოკებით დაეშვნენ და პატარებს საჩუქრები დაურიგეს. ეს ორგანიზაცია სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

პარალელურად იტალიური საქველმოქმედო ფონდის Sant’Egidio-ს მოხალისეებმა რომში მიგრანტებისა და უსახლკაროებისთვის სადღესასწაულო ვახშამი მოაწყვეს. ფონდი მთელი იტალიის მასშტაბით 60 000 ადამიანს გაუმასპინძლდა.

წყარო

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ