ერგნეთში მოლაპარაკებები 6 საათის განმავლობაში მიდიოდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ანთაძემ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა:
„მე არ გახლავართ ექსპერტი, მაგრამ სრულყოფილად ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობით არსებობდეს ფრაგმენტები. შემდგომი კომენტარი უმჯობესია, გააკეთოს შესაბამისმა უწყებამ. პრიორიტეტს წარმოადგენს კვლავ შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი,»
«ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს და არ შეიძლება ეს გამოყენებული იქნას პოლიტიკური ინსუნაციების მიზნით. აქ არის შესული ყველა ის პირი, რომლებსაც აქვთ ჩადენილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ,“- განაცხადა ირკალი ანთაძემ.