პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა:
«მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრო არის მაკოორდინირებელი ორგანო და უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი გამოვლინდება, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს მას»-განაცხადა გახარიამ.
Loading…