განცხადებები

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ცნობილია, მამუკა ბახტაძემ 4 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

«ქართულმა ოცნებამ» პარტიის ოფისში მიიღო გადაწყვეტილება და პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა, ამის შესახებ «ქართული ოცნების» ცენტრალურ ოფისში , უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძებ განცხადება გააკეთა.

პრემიერობის კანდიდატად წარდგენილი ყოფილი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარ ხედვებზე საუბრობს და ქვეყნის განვითარებისთვის რამდენიმე პუნქტიანი გეგმა წარადგინა:

„პირველი — ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაცია.

მეორე — ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით, ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის.

მესამე — მცირე მთავრობის კონცეფცია, საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავდროულად მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით.

მეოთხე — განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

„თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წელს და შემდგომ, ჩვენ მივიღებთ 2 მილიონი პენსიონერით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას“-სააკაშვილი

3000 გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს -იაგო ხვიჩია

მუსიკალურად უნდა აღვზარდოთ ბავშვები — ელისო ბოლქვაძე

დატოვე კომენტარი