განცხადება/მიმართვა

პრემიერი VS „დიფ სთეითი“ – ახალი სეზონი იწყება

კობახიძე: ევროკავშირის ფონდებიდან რადიკალური ძალები ფინანსდებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები („ენჯეოები“) საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად გამოიყენებიან. მისი თქმით, ეს მიანიშნებს „დიფ სთეითის“ გავლენაზე ევროკავშირის ბიუროკრატიაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებით დაფინანსებული ენჯეოები აწყობენ 2 000-კაციან აქციებს და ითხოვენ ხელისუფლების დამხობას, ქმნის ძალიან სამწუხარო რეალობას“, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მსგავსი ქმედებები მძიმე ჩრდილს აყენებს როგორც ევროკავშირის ბიუროკრატიას, ისე მთლიანად ევროკავშირის იმიჯს საქართველოში.

„არავისთვის უცხო არ არის, რომ ევროკავშირისადმი ნდობა მკვეთრად შემცირდა — 80%-დან თითქმის 50%-მდე. ამის მიზეზი სწორედ ის ევროპული ბიუროკრატიაა, რომელიც დიფ სთეითის გავლენით მოქმედებს და ანგრევს ნდობას საქართველოს მოქალაქეების თვალში“, — დასძინა კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

“ჩვენი მთავრობა ებრძვის ეკლესიას, ებრძვის ტრადიციებს, ნერგავს ნარკომანიას”-მეუფე იობი

“ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი გამახსენდა და რუსი მოწინააღმდეგე გადამირჩა რომ ის ხელი არ მოვაძრე საერთოდ”-ქართველი ჰალკი (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილს კი ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ-სააკაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი