როგორც ცნობილია, დღეს უნდა შედგეს ზაზა სარალიძისა და პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრა სადაც პოლიტიკოსებსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით ის, მხოლოდ ზაზა სარალიძესა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდება. პრემიერის ამ გადაწყვეტილებას, «ახალი საქართველოს» ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაცინვა უწოდა. ის მზად არის დაეთანხმოს სარალიძის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
ამ წუთებში ელოდებიან ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ის პრემიერის წინადადებას.