«იცით, რომ პრეზიდენტმა დიდი ხანია, იმედი გამიცრუა და ახალ იმედგამაცრუებელ გამოსვლას ველოდები, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტისგან მოსახლეობა სულ მცირე იმას მაინც ელოდებოდა, რომ შეწყალების ინსტრუმენტი იქნებოდა გამოყენებული,
მან ჯერ არასწორი კაცი შეიწყალა, ამის გამო დაკომპლექსდა, შეწყალების კომისია საერთოდ გააუქმა და მისი ადამიანური უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვა. მას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ასეთი უფლებამოსილება აქვს და ვალდებულია, გამოიყენოს» — ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.