პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის ადვოკატის, თეონა ქორიძის განცხადებით, დევაძე მის მიერ მოკლული თარაშ მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს. ადვოკატმა ამის შესახებ პრესკონეფერნიაზე განაცხადა.
მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.
ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.
ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.
სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
პრაიმტიმი
Loading…
