განცხადებებიპოლიტიკა

პრეზიდენტის დაფინანსება 2 მილიონი ლარით გაიზრდება

«ევროპული საქართველოს»დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

«ზიანის მომტანი იყო ის, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ აარჩევინა საზოგადოებას პრეზიდენტად. ზიანის მომტანი იყო მისი საგარეო აქტივობები, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემები მოგვიტანა. ზიანის მომტანია ასევე მისი აქტივობები, რომელიც შეწყალების უფლებას უკავშირდება და მავნებლურად და არადანიშნულებისამებრ იყენებს. ზიანის მომტანია მორატორიუმის გამოცხადება შეწყალებაზე, რადგან ქვეყანაში ათასობით პატიმარი არსებობს, რომელსაც კონსტიტუციური უფლება აქვს, შეწყალების იმედი ჰქონდეს და შეწყალებული იყოს. სალომე ზურაბიშვილს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესს მოემსახურებოდა. ამ ფონზე, მისი ხარჯების გაზრდა ვალის აღებით ხდება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ. მთავრობა დამატებით 500 მილიონ ლარიან ვალს იღებს, საიდანაც ნაწილი ზურაბიშვილის მეტი კომფორტისთვის და კეთილდღეობისთვის დაიხარჯება» — განაცხადა  დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება.

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ იცვლებოდა ლარის კურსი 2002 წლიდან 2014 წლამდე?

Joni Kvaracxelia

არჩევნებს ქართული ოცნება ღირსეული კანდიდატით შეხვდება

საქართველოს შიდა საჰაერო რეისები ძვირდება

დატოვე კომენტარი