covid-19მსოფლიოში

პორტუგალიაში კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა

პორტუგალიაში კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა. მათ შორის, გამკაცრდება კონტროლი საზღვრებზე.
„მიუხედავად ვაქცინაციის პროცესში მიღწეული წარმატებისა, ჩვენ ვიცით, რომ მაღალი საფრთხის ფაზაში შევდივართ, რადგან პანდემია დანარჩენ ევროპაში გამწვავდა და პორტუგალია არ გახლავთ კუნძული“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ. ახალი წესების მიხედვით, ყველა მოგზაურს, რომელიც პორტუგალიაში მიემგზავრება, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ნეგატიური კოვიდტესტის წარდგენა მოუწევს. ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო იქნება სასტუმროებში, რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და კულტურულ სივრცეებში შესასვლელად. პირბადეები კვლავ სავალდებულო გახდება დახურულ სივრცეებში.

Loading…

მსგავსი პოსტები

გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დახურულ სივრცეში სუფრა გაშალა

roma sajaia

ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

Joni Kvaracxelia

რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა ცაგერის მუნიციპალიტეტში

დატოვე კომენტარი