გუშინ მაიკ პომპეომ ფოქს ნიუსის ეთერში განაცხადა: ” ჩინეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. ახლა კი სერიოზული პრობლემები შეიქმნა მსოფლიოსა და ამერიკის ეკონომიკისთვის. ჩინური მხარე მიზანმიმართულად არ ამჟღავნებდა ინფორმაციას ვირუსის ადრეულ ეტაპზე გავრცელების შესახებ. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ჩვენს ურთიერთობებში ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალობა. ვეჭვობთ, რომ ბევრი ისეთი რამეა, რაც არ ვიცით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ გააკეთეს ის, რაც ევალებოდათ“. განაცხადა პომპეომ.
Loading…
